,,თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნება"- ბახტაძე


     საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. განცხადება მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

     პრემიერის თქმით,  2012 წლის შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტრადიციად იქცა, ამიტომ მისი თქმით, მეორე ტურიც სწორედ ასეთ გარემოში ჩაივლის. 
   
     ,,ხვალ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნება,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно