,,ხმა მივეცი ბოროტების წინააღმდეგ, ძალადობის წინააღმდეგ"– კახა კალაძე


     „მე ხმა მივეცი ბოროტების წინააღმდეგ, ძალადობის წინააღმდეგ,"- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ხმა საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც თავად დააფიქსირა არჩევანი. 

     „მე ხმა მივეცი ბოროტების წინააღმდეგ, ძალადობის წინააღმდეგ, ჩვენ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა ადამიანების, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, როგორც ამას მოუწოდებდნენ კონკრეტული პიროვნებები, პირიქით უნდა გავაერთიანოთ საქართველო," - განაცხადა კალაძემ.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно