,,ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე"- სალომე ზურაბიშვილი


      ,,დღეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი, ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე"– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი.

     „მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ახლა გვისმენს. მინდა, ყველას ვუთხრა პირველ რიგში დიდი მადლობა. ყველას ვუთხრა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი. ამ არჩევანს აქვს საქართველოსთვის, დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას. ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანაა, ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც ჩვენი თანამოაზრე არ არის, მაგრამ ჩვენ, ყველანი ერთი ქვეყნის მოქალაქენი ვართ, ერთი პატარა ქვეყნის, ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ და უნდა გავამთლიანოთ, უნდა დავაწყნაროთ და დავამშვიდოთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно