შსს-მ თეთრიწყაროში ყაჩაღობის მომზადების ფაქტი აღკვეთა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ხუთი პირი: 1980 წელს დაბადებული ვ.კ., 1984 წელს დაბადებული ზ.გ., 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1982 წელს დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს.

     შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ნავთიანში მცხოვრები მოქალაქის სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ.

    „სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თავდასხმის განსახორციელებლად თეთრიწყაროს რაიონში, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, „მიცუბიშის" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

     პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან ყაჩაღური თავდასხმისთვის წინასწარ გამზადებული ნივთები: წებოვანი ლენტი, პლასტმასის ე.წ. "ხამუთები", 4 დანა, 3 ნიღბად გადაკეთებული შავი ფერის ქუდი, ნაჭრის ხელთათმანები და სახლის მეპატრონის კუთვნილი ძაღლის მოწამვლის მიზნით მომზადებული, სავარაუდოდ, მოწამლული ხორცის ნაჭრები ამოიღეს.

     გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

     დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно