,,ეს დღე დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია"– ზურაბიშვილი


     სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ცერემონია კარგად ჩაივლის.
 
     არჩეული პრეზიდენტის თქმით, ინაუგურაციაზე მას საკუთარი კონტაქტებით პირადი უცხოელი სტუმრებიც ეყოლება

    „ვფიქრობ, ინაუგურაციაზე საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება,  პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრები, ჩვენი საგარეო უწყების პროტოკოლი გზავნის მოსაწვევებს ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები ან აკრედიტებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოვა, ამისთვის ძალიან მცირე დროა, მაგრამ იმედი მაქვს, თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა იქნება შესატყვისი იმ ფაქტის, რომ საქართველოში პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

     „მეც მეყოლება ჩემი პირადი სტუმრები, იმ კონტაქტებით, რაც უცხოეთში მაქვს. ვფიქრობ, სასურველია, მათაც გავაცნოთ საქართველო და ამითაც გამოვიყენო ეს ღონისძიება, რომ გაიცნონ საქართველო, თელავი და კახეთი. ბუნებრივია, მაქვს დიდი მოლოდინი, რომ კარგად ჩაივლის და ეს იქნება ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, რომელიც დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

     საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება.




скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно