,,გადადგეს თავდაცვის მინისტრი მოადგილეებით"– დოდო გუგეშაშვილი


     საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს" თავმჯდომარე დოდო გუგეშაშვილი თავდაცვისა და განათლების მინისტრების გადადგომას ითხოვს.

     გუგეშაშვილი მინისტრების გადადგომას სკოლებში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ისტორიის სწავლების გამო ითხოვს.

     ,,ვთვლით, რომ ეს წიგნი არის ანტისახელმწიფოებრივი, რომელიც საქართველოს ისტორიას აყალბებს.

     13 თვე და 13 დღე მიმდინარეობდა აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომი, იყო გმირობის უამრავი მაგალითი, რასაკვირველია იყო გმირობის უამრავი მაგალითი 2008 წელს, არ შეიძლება გმირი ბიჭების შედარება ისევე როგორც არ შეიძლება გმირობის შედარება.

     თავდაცვისა და განათლების სამინისტროები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა და ჩრდილავს13 თვისა და 13 დღის მანძილზე მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მიმდინარე ომს აფხაზეთში. ამიტომ ჩემი და ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის დამოკიდებულებაა გადადგეს თავდაცვის მინისტრი მოადგილეებითურთ, გადადგეს განათლების მინისტრი მოადგილეებითურთ, გადადგეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რამეთუ გაგებაში არ არიან, რომ საქართველოში გმირობა და გმირი ბიჭების მაგალითები არ დაწყებულა 2008 წლიდან"- ამბობს გუგეშაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно