,,მთავრობამ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა ჩვენთან ურთიერთობაში"– გიგაური


     სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ყოველწლიურ მოხსენებას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გამოეხმაურა.
     
     მისი თქმით, მთავრობამ არასამთავრობო სექტორთან დიდი შეცდომები დაუშვა.

     ,,ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში და ესეთ პოლარიზებულ გარემოში ზუსტადაც არასამთავრობო სექტორმა შესძლო, რომ ყველა გამოწვევისთვის ეპასუხა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ეს გამოცდა ვერ ჩააბარა საქართველოს მთავრობამ, რომელმაც ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა ჩვენთან ურთიერთობაში. მათ არ ჰქონდათ კონკრეტული მტკიცებულებები იმისა, რომ ჩვენ ან ვიტყუებოდით ან არასწორი ინფორმაციას ვავრცელებდით. ზუსტად ამიტომ, ისინი უბრალოდ ჩვენზე თავდასხმებს ახორციელებდნენ და აბსოლუტურად, არათემატურად გვაკრიტიკებდნენ," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
 
     უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ - ასე შეაფასა სახალხო დამცველმა წინასაარჩევნო პერიოდში მესამე სექტორის მიმართ გაკეთებული განცხადებები.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно