,,ბოლო რამოდენიმე საათის განმავლობაში ჩემი და პრეზიდენტ მარგველაშვილის შეხედულებები გაიყო"–აბაშიშვილი


      პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს:
 
     ,,ბოლო რამოდენიმე საათის განმავლობაში ჩემი და პრეზიდენტ მარგველაშვილის შეხედულებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით (მომავალში ყველაფერს დეტალურად მოვყვები და ნათელს მოვფენ ამ მძიმე დაპირისპირებას) მნიშვნელოვნად გაიყო. აღნიშნული დაპირისპირების დამალვას აზრი არ აქვს. ამიტომ, მე პრეზიდენტ მარგველაშვილს მოვუწოდებ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და ვაძლევ გონივრულ ვადას 15 დეკემბერს დღის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში 16 დეკემბერს მე გადავდგები დაკავებული თანამდებობიდან (წონა არ მიწყობს ხელს თორემ შიმშილობასაც დავიწყებ)!"– წერს გიორგი აბაშიშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно