,,პრობლემა არ არის ზურაბიშვილი, ზურაბიშვილის გაპანღურება მოხდება ორ წუთში"-სააკაშვილი


      ,,პრობლემა არ არის ზურაბიშვილი, ზურაბიშვილის გაპანღურება მოხდება ორ წუთში"-  ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვისას განაცხადა. 
 
     მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვისკენ მოუწოდა.

     „ასეთი არჩევნები 21-ე საუკუნეში ევროპულ ქვეყანაში არ შეიძლება ტარდებოდეს, საქართველო არ არის ზიმბაბვე, საქართველო არ არის ის, რისი გადაქცევაც უნდა ივანიშვილს. ჩვენ არ ვართ გასული საუკუნის შუა პერიოდის ლათინური ამერიკა, ჩვენ არა ვართ თურქმენეთი, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ამაყი ერი. ჩემი აზრით, იმის შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს, პრობლემა არ არის ზურაბიშვილი, ზურაბიშვილის გაპანღურება მოხდება ორ წუთში როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ახლა მთავარია მშვიდობიანი კონსოლიდაცია. ყველა უნდა ჩამოვიდეს თბილისში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

     მისივე თქმით, საქართველოს იმიჯის გადარჩენა ქართველი ხალხის ხელშია.

     „საქართველო ბოლომდე გააბანძეს, მაგრამ საქართველოს რეპუტაციის გადარჩენა, საქართველოს იმიჯის გადარჩენა ახლა ქართველი ხალხის ხელშია. ივანიშვილმა მოგვაყენა უზარმაზარი ზიანი, ამ ხროვამ, რომელიც მის გარშემო არის, რომელიც დაგვცინის, თვალში ნაცარს გვაყრის, გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის და თურმე ეს ზიმბაბვეს რეჟიმი არის დემოკრატია. ესენი აუცილებლად წავლენ. მათი წასვლა მხოლოდ შესაძლებელია თქვენი, ჩვენი ერთად დგომის პირობებში. მინდა მოვუწოდო ხალხს, ყველა ჩვენს მომხრეს და არამომხრეს, პატრიოტს საქართველოს, ყველა მამულიშვილს სრული კონსოლიდაციისთვის, ეს ამათ არ უნდა შერჩეთ. ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვა, რომელიც არის კარგად დოკუმენტირებული არსად მსოფლიოში არც ერთ რეჟიმს არ შერჩება ხოლმე და საქართველოშიც არ უნდა შერჩეთ. ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა. ამ ბრძოლაში მე ვარ თქვენთან ერთად. ახლა ყველანი რუსთაველზე. დღეს საღამოს მე მგონი კარგად უნდა გაეცეს პასუხი ამას. მაინც საბოლოო პასუხის გაცემა ხდება თბილისში, მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно