,,ეს რეჟიმი პირდაპირ მუშაობს ოსების ინტერესების წინააღმდეგ"– ციხელაშვილი


     შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესების გამკაცრებას გამოეხმაურა.
 
     მისი თქმით, აღნიშნული რეჟიმი პირდაპირ მუშაობს ოსების ინტერესების წინააღმდეგ.

     „საუბედუროდ და სამწუხაროდ, ეს არ არის სიახლე, რადგან მუდმივად არის მცდელობა, რომ გაზრდილი კონტაქტების ფონზე,  გაამკაცრონ და გაართულონ გადაადგილება. ეს კონკრეტული განცხადება უშუალოდ ეხება იმ ადამიანებს, განსაკუთრებით,  სავარაუდოდ  ეთნიკურად ოსებს, რომლებიც ცხოვრობენ არა  საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, არამედ უფრო სიღრმეში,  ცხინვალის რეგიონში, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გადაადგილება. ცდილობენ, მოძებნონ სხვადასხვა გზა. ხშირად,  რუსეთის გავლით მაინც ჩამოდიან დანარჩენ საქართველოში და ეს დამატებითი ზომა არის განაცხადი ამ საახალწლოდ, რომ ეს რეჟიმი პირდაპირ მუშაობს მათი, მათ შორის ოსების ინტერესების წინააღმდეგ. ამას აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ მეტი კონტაქტითა და მეტი განვითარებით. აუცილებლად განვახორციელებთ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში ინიციატივებს, რომლებიც მათ დაეხმარებათ", – განაცხადა ციხელაშვილმა.

     ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმმა  ე.წ. მთავრობის სხდომაზე მიიღო. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურში განაცხადეს, თუ ამ დრომდე „ცხინვალიდან საქართველოში გადასასვლელად საჭირო იყო სამხრეთ ოსეთის პასპორტი და სპეციალური ნებართვა, ამიერიდან ეს წესები გამკაცრდება და საქართველოში წინასწარ გაცემული ნებართვის გარეშე ვერავინ მოხვდება".
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно