ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტ "ტამიფლუს" საკმარისი მარაგი გადასცა და მისი შეძენა აფთიაქებიდან რეცეპტის საფუძველზეა შესაძლებელი.
ანტივირუსული მედიკამენტის ყიდვა „პსპ-ს", „ფარმადეპოს", „ჯიპისისა" და "ავერსის" აფთიაქებშია შესაძლებელი.
სამინისტროს ცნობით, მედიკამენტები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განაწილებული და ქვეყანაში „ტამიფლუს" საკმარისი რაოდენობაა.
გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის - სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისთვის, ბავშვებისთვის, ორსულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის პრეპარატი უფასოდ გაიცემა.
