,,უვადოდ ვერ გამწესდებიან მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ და ქმნიდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს"– ბესელია


     პირველი ეტაპის ამოცანა, რიუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე წლის ბოლოს კვირას, არ მომხდარიყო  მისი წარდგენა სესიაზე და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები, მიღწეულია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხზ კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

     როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ორივე მიზანი პირველ ეტაპზე მიღწეულია იმით, რომ მან დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

     „ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი. ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და ყველა იმ ადამიანების მიზანი, ვისთვისაც ღირებულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, ღირებულია სამართლიანის სასამართლოს განხორციელება ქვეყანაში. ეს არის ყველა იმ ამომრჩევლის მაღალი ინტერესი, რომელმაც თავად უნდა განიცადოს და მიიღოს სამართლიანი მართლმსაჯულება. ეს პროცესი, რაც ახლა გაცხადდა, მიმაჩნია, რომ არის ჯანსაღი, კარგი. მივესალმები, რომ ეს საერთო ხედვის ნაწილი გახდა.  ვინ ეთანხმებოდა ამას, ვინ არა,  ვინ ვის დააბრალებს, ვინ ვის რას ეტყვის, ეს მეორე ხარისხოვანია", – განაცხადა ეკა ბესელიამ.

     მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შედეგი დამდგარიყო და ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს.

    „ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი. მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ უზენაეს სასამართლოში ვერ განმწესდებიან უვადოდ მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ და ქმნიდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, რომლისთვისაც შემდგომ ეტაპზე ვაპირებ, ვიყო ძალიან აქტიური, ისევე როგორ დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი კოლეგა, რომელიც ამ მიზნისთვის აკეთებს ყველაფერს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно