,,ბესელიას ვკითხავ, რა იგულისხმა ამ ყველაფერში" - კობახიძე


     მე პირადად ვკითხავ ეკა ბესელიას რა იგულისხმა - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სკანდალურ წერილს, სადაც დეპუტატმა მასთან დაპირისპირებულ თანაგუნდელებს ბრძოლას საჯაროდ გამოუცხადა.

     ირაკლი კობახიძე კი განმარტებებს ბესელიასგან ითხოვს. მისი თქმით, დეპუტატმა უნდა თქვას თუ კონკრეტულად ვინმეზე აქვს ეჭვი.

     „პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერის გავრცელება არის ამორალური და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მქონდა პირადი კომუნიკაცია სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებთან, მაქსიმალურად ჩაჰყვნენ ამ საქმეს, მით უმეტეს საქმე ეხება პარლამენტის წევრს ამიტომ, მე პირადად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესების შესაბამისად.

     რაც შეეხება ეკა ბესელიას, უნდა ვკითხოთ რას გულისხმობდა, მეც ვკითხავ რა იგულისხმა ამ ყველაფერში და ბუნებრივ გვექნება რეაგირება, თუ რაიმე ეჭვი აქვს კონკრეტული ქალბატონ ბესელიას ამაზეც უნდა გვქონდეს რეაგირება,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно