შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
