რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს


    კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
 
     ალან მარგიშვილი და გიორგი ჩიტიშვილი გუშინ, ღამის 12:00 საათამდე მეგობრის სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ, ოჯახიდან გასულები კი სახლებში არ დაბრუნებულან.

     დღეს დილით კი დადასტურდა ინფორმაცია, რომ ისინი რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან.

    სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно