,,არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური პარტიები არიან"– წულუკიანი


    არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური პარტიებისგან არაფრით განსხვავდებიან და მე სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გავაკრიტიკე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

    თეა წულუკიანმა ოპოზიციის კითხვას უპასუხა, ხომ არ წამოსცდა მას არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა, როდესაც ის პოლიტიკურ პარტიებს შეადარა.

    „არა, არ წამომცდა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, არიან ისინი, ვისთან ერთადაც თუნდაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ვმუშაობთ. ბატონო გიგა, მგონი, აქ სასაცილო არაფერია. ხუთი რატომ ჩამოვთვალო, შემიძლია 41-ც ჩამოვთვალო. ის ორგანიზაციები, რომლებთანაც სახელმწიფო მუშაობს, მაგრამ არიან ორგანიზაციები, რომლებიც რა თქვენთვის მომისმენია და რა მათთვის. ვერ გავიგე, ვინ ვინ არის და მე ასეთ რამდენიმე ორგანიზაციას ვუწოდე, რომ პოლიტიკური პარტიები არიან მეთქი და მოდით, შევეჯიბროთ არჩევნებში. ანუ არ წამომცდა მე დღეს, ამასაც ასე ვფიქრობ", – განაცხადა თეა წულუკიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно