მარიხუანის ყოველდღიური მოხმარება ფსიქოზური აშლილობის რისკს ზრდის


     მსოფლიოში მარიხუანის სამედიცინო და რეკრეაციული მოხმარების მიზნებისთვის ლეგალიზება სულ უფრო ფართოდ ხდება. ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც მარიხუანას ყოველდღიურად მოიხმარენ სამჯერ უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან რომ ფსიქოზური აშლილობა განუვითარდეთ, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ მოიხმარს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

    კვლევაში, რომელიც Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნდა, ასევე წერია, რომ ფსიქოზური პრობლემების წინაშე დგებიან ის ადამიანებიც, რომლებიც 10%-იანი ან უფრო მეტი კონცენტრაციის მქონე ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის მარიხუანას მოიხმარენ.

    კვლევისას სპეციალისტებმა შეადარეს ხუთი ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიისა და ბრაზილიის (სადაც კანაფი არალეგალურია) მონაცემები. მათ 901 პაციენტი იპოვეს ფსიქოზის პირველი ნიშნებით და ისინი 1237 არაპაციენტს შეადარეს.

    მათ აღმოაჩინეს, რომ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ფსიქოზის ნიშნების მქონე პაციენტები მარიხუანის ყოველდღიური მომხმარებლები იყვნენ. გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც მარიხუანას ყოველდღიურად მოიხმარდნენ სამჯერ უფრო მეტი შანსი ჰქონდათ ფსიქოზის განვითარების, ვიდრე მათ ვინც საერთოდ არ მოიხმარს. ხოლო ეს რისკი ხუთჯერ იზრდება იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც მაღალი კონცენტრაციის მქონე მოსაწევს ყოველდღიურად იყენებს. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/100265/marikhuanis-koveldgiuri-mokhmareba-psiqozuri-ashlilobis-risks-zrdis