,,ჩვენი შვილები სამშობლოს, ენის და ტრადიციების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ"- კილაძე


     პარლამენტში მომზადებული „ბავშვის უფლებათა კოდექსის" პროექტით, პირველად კანონის დონეზე იქნება გამოყენებული სიტყვა „სამშობლო", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

     დეპუტატის თქმით, კოდექსში განმარტებულია, რომ სიტყვა „სამშობლოს" გამოყენების მიზანია ბავშვის ორიენტირება მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის, ტრადიციული კულტურული ღირებულებების პატივისცემაზე.

     „სამწუხაროდ, გარკვეულმა ჯგუფმა საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს ბავშვებს ვართმევდეთ ოჯახებს, სახლებში ვუვარდებოდეთ, ვაკანონებდეთ გარყვნილებას და თითქოს შემოგვაქვს სექსუალური აღზრდის გაკვეთილები.

     ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში, ჩვენს კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა „სამშობლო." ჩვენი შვილები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, ჩვენი კულტურული ტრადიციების და ამ ტრადიციების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ", – განაცხადა კილაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно