ქურდობის ფაქტების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – გახარია


     ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი არ თვლის, რომ ქვეყანაში კრიმინალური ვითარება საგანგაშოა. გახარიას განცხადებით, ქურდობის ფაქტების ზრდას კონკრეტული მიზეზები აქვს. ერთ-ერთი კი მინისტრის თქმით, სისტემის ჰუმანურობაა. 

     ƒ„საკუთრების წინააღმდეგ დანაშაული მოგახსენეთ, რომ ამ ნაწილში ძირითადი ზრდა მოდის ქურდობებზე. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. პირველი, მოგეხსენებათ,  ქურდობა არის ყველაზე რთულად გახსნადი დანაშაული და აქ სტატისტიკის გაუმჯობესებასაც თავისი წვლილი ჰქონდა, თუმცა სხვა ფაქტორებიც არის. მოგეხსენებათ, სისტემა თვითონ გახდა ბევრად ჰუმანური, მაგალითად დღეს სხვადასხვა სახის წვრილმანი ქურდობისთვის ადამიანი შეიძლება ჯარიმით გათავისუფლდეს. ამას სჭირდება ღრმა ანალიზი, იმისთვის, რომ მართლმასაჯულების ერთიანი სისტემა იყოს უფრო ეფექტური,"-აცხადებს შს მინისტრი.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно