არ გაბედოთ ტყუილის თქმა, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, მტკიცებულებებით, რა საქმეზე ვსაუბრობ - ბოკერია


     გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თიბისი ბანკის საქმის მსგავსი მაგალითი მოუყვანა, როდესაც ტრანზაქციები ურთიერთდაკავშირებულ პირების მიერ განხორციელდა, თუმცა, ამაში თიბისისგან განსხვავებით, კობა გვენეტაძემ დარღვევა არ დააფიქსირა.     
 
    „თქვენ ხომ ბრძანეთ, რომ ურთიერთდაკავშირებულ პირებთან ტრანზაქციები არის ზოგადად, პრობლემა. მინდა გითხრათ, ხელთ მაქვს მონაცემები, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ მსხვილ ბანკზე, არა "თიბისი"-ზე, ადგილი ჰქონდა შემდეგ ვითარებას - როდესაც ამ ბანკმა გასცა მსხვილი სესხი, ერთ-ერთ მსხვილ კომერციულ სუბიექტზე და სესხი იმდენად დიდი იყო, რომ თითქმის მათი წლიური შემოსავლის ტოლი იყო ამიტომ, 100 პროცენტით უნდა დარეზერვებულიყო, ეს სესხი აღმოჩნდა ცუდი სესხი, ვერ გადაიხადა ამ სუბიექტმა, ამიტომ, ამ მსხვილმა ბანკმა შექმნა ხელოვნურად შ.პ.ს. ამ შ.პ.ს.-ს მისცა თავისი ფული, ამ შ.პ.ს.-მ იყიდა პასივები ამ სუბიექტისგან, რომელიც ვერ იხდიდა, ცუდი ვალის პასივები იყიდა, მერე მენეჯმენტი, რომელსაც ასეთი ცუდი სესხი გასცა გამოძვრა მის დამფუძნებლებთან, დამალა ეს ამბავი, თქვენ ეს საქმე განიხილეთ და თიბისის საქმისგან განსხვავებით გადაწყვიტეთ, რომ არანაირი სანქცია არ დაგეწესებინათ, რას ნიშნავს ეს? ხომ იცით, რომელ შემთხვევაზე გეუბნებით. გთხოვთ, არ გაბედოთ ტყუილის თქმა, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, მტკიცებულებებით, რა საქმეზე ვსაუბრობ, რატომ გაქვთ განსხვავებული დამოკიდებულება," - განაცხადა ბოკერიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно