გია მაისაშვილი გარდაიცვალა


     პოლიტიკოსი და "ლიდერთა სკოლის" დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, მის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.

     "გიო აღარ გვყავს... დიდი მამულიშვილი დაკარგა საქართველომ. ვერ შევუსრულეთ ბოლო წადილი, სამშობლოში დაელია სული. აცხონოს უფალმა მისი ქართული, ნაღდი სული..."-ნათქვამია გია მაისაშვილის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

     გია მაისაშვილს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე 2015 წელს დაუდგინდა. ის მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно