ისრაელის ხელისუფლებამ „ჰიუმან რაითს ვოჩის“ დირექტორს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა


     „ჰიუმან რაითს ვოჩის" დირექტორს ისრაელის დატოვება მოსთხოვეს. როგორც ისრაელის ხელისუფლება ამტკიცებს, ომარ შაკირმა დაარღვია კანონი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ისრაელის ბოიკოტისკენ მოწოდებას უკრძალავს.

     ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისრაელი პირველ მაისამდე უნდა დატოვოს.

     საქმე ეხება ომარ შაკირის განცხადებას, რომელშიც მან მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობა გააკრიტიკა და რამდენიმე კომპანიას მოუწოდა, შეწყვიტონ საქმიანობა დასავლეთ სანაპიროზე.

     ისრაელის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს ისრაელის სახელმწიფოს ბოიკოტად. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო 16 აპრილს სააპელაციო სასამართლომაც.

     2018 წელს ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა „ჰიუმან რაითს ვოჩის" დირექტორის დეპორტაცია მოითხოვა. თუმცა, ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ ისრაელის ხელისუფლება და სასამართლო კანონის ახალ და სახიფათო ინტერპრეტაციას ახდენს.

     „ჰიუმან რაითს ვოჩის" წარმომადგენელთა თქმით, შაკირის გაძევების მოთხოვნის გასაჩივრებას ისრაელის უზენაეს სასამართლოში აპირებენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv