იტალიაში, კომოს რეგიონში ტყეში ხანძრის გაჩენისთვის ორი სტუდენტი 13,5 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
შემთხვევა გასული წლის 30 დეკემბერს მოხდა. ჯარიმის ოდენობა - 13 542 000 ევრო - ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის მიერ მიყენებული ზარალის შესაბამისად დაადგინა.
ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებით, ისინი უბრალოდ განტევების ვაცებად აქციეს.
„ამ შემთხვევაში ჩვენ მსხვერპლები ვართ. ჩვენ დაუყოვნებლივ შევატყობინეთ მეხანძრეებს და საკუთარი სიცოცხლის ფასად ცეცხლის ჩაქრობას ვცდილობდით", - განუცხადა 22 წლის სტუდენტმა ადგილობრივ La Stampa-ს.
ხანძარმა 1000 ჰა მიწის ფართობი მოიცვა, ამასთან, დამწვარი 100 ჰექტარის აღდგენა შეუძლებელი იქნება. მეხანძრეები თვითმფრინავის გამოყენებით ხანძარს რამდენიმე დღის განმავლობაში აქრობდნენ.
წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/103052/mtsvadis-shetsvisas-gachenili-khandzristvis-ori-studenti-135-milioni-evroti-daajarimes
