,,იქ ჩვენი მოსახლეობაა," ეს ლოზუნგი რუსეთიდან გვესმოდა საქართველოში ომის დაწყებამდეც- ელჩენკო


     გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი ვლადიმირ ელჩენკო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკრგულება, დონბასის მცხოვრებლებმა რუსული პასპორტები გამარტივებული წესით მიიღონ, უხეშად არღვევს მინსკის შეთანხმებას. ელჩი მოუწოდებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს, გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

     „რუსეთს აღარ შეუძლია დამალვა, რომ დონბასში რეგუალრული არმია ჰყავს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ლოზუნგიდან „ისინი იქ არ არიან", გადავიდნენ რევანშისტულ ლოზუნგზე – „იქ ჩვენი მოსახლეობაა". ჩვენ ეს ყველაფერი გვესმოდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, საქართველოში ომის დაწყებამდე. ჩვენ ვიცით, სად მივყავართ ასეთ ლოზუნგებს", – განაცხადა ვლადიმირ ელჩენკომ.

    დიპლომატის თქმით, ვითარების შეცვლა მხოლოდ რუსეთზე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით არის შესაძლებელი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/vladimer-elchenko-iq-chveni-mosakhleobaa-es-rusetidan-gvesmoda-saqartveloshi-omis-dawyebamdec/