დღეს, საქართველოში ასეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობაა:
1. ეროვნულ-პატრიოტული ძალები (პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი გაერთიანებები), ცალკეული ამბიციური პიროვნებების გამო, - ვერ ერთიანდებიან;
2. ეროვნულ-პატრიოტულ ძალებს ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავთ;
3. ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე ჩემულობს ამ ძალების ლიდერობას, მაგრამ ეს შორსაა რეალობისაგან;
4. "შესანიშნავი სამეულებით, ოთხეულებით თუ შვიდეულებით", მცირე ეროვნულ-პატრიოტული ჯგუფები ვერაფერს შეძლებენ;
5. მიზნის მისაღწევად აუცილებელია ამ ჯგუფების შეკავშირება და - დიდი სახალხო გაერთიანების "საქართველოს ლაშქრის" შექმნა, სრულიად საქართველოს მასშტაბით (ქ.თბილისი და ქვეყნის ყველა მხარე);
6. ამ გაერთიანების ხელმძღვანელი, კოლექტიური ორგანო იქნება - ეროვნული სათათბირო, 31-33 საზოგადოებრივად და პოლიტიკურად ავტორიტეტული პიროვნებებისაგან შემდგარი;
7. ეროვნული სათათბიროს თითოეულ წევრს 1 ხმა ექნება და უბრალო უმრავლესობით მოხდება ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება;
8. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს მცირე მასშტაბის "მოეროვნულო უჯრედები" გამარგინალდებიან, რასაც ულტრალიბერალური ქოცხელისუფლება და ნაცოპოზიცია ძალისხმევას არ დააკლებენ;
P.S. ასე რომ, იფიქრეთ, ვისაც მართლაც გულწრფელად, - ქვეყნის და ერის გადარჩენა გწადიათ!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
