თბილისის მერია გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს


     თბილისის მერია გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

     კალაძის განცხადებით, აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისთვის 12 მილიონი ლარი დაიხაჯება.

     „წელს ქალაქისთვის ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებთ. დღეს ვიწყებთ ჩვენ გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას. ეს არის ორი ცენტრალური ქუჩა გლდანში, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დამეთანხმებით, რომ ვინც ამ გზით სარგებლობთ, ავტომობილით გადაადგილება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პირდაპირ არის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც გზის მონაკვეთზე არის ჩავარდნები და ეს იმიტომ, რომ არსებული საკომუნიკაციო და საკანალიზაციო სისტემა არის მძიმე მდგომარეობაში. ამ პროექტის   ფარგლებში, ორივე ქუჩაზე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი, ასევე დამონტაჟდება 22 ახალი სახანძრო ჰიდრანტი. მთელი მიწისქვეშა კომუნიკაციები იქნება ჩანაცვლებული. ასევე მოექყობა საფეხმავლო ბილიკები და ტროტუარები. ასევე დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები ლედ განათებით", – განაცხადა კახა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно