გარწმუნებთ, 2020 წლის არჩევნებამდე „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მყარი უმრავლესობა ეყოლება - თალაკვაძე


      ლევან კობერიძის პოზიცია საზოგადოებამ იცოდა და სენსაციას ამაში ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატ ლევან კობერიძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხზე განაცხადა.
 
      მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებამდე „ქართულ ოცნებას" პარლამენტში მყარი უმრავლესობა ეყოლება.

     „წინა სხდომებიდან ლევან კობერიძის პოზიცია საზოგადოებამ იცოდა. სენსაციას ამაში ვერ ვხედავ. მან ძალიან ბუნებრივად ახსნა თავისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელიც ამაზე შეიძლება იყოს, თითქმის ორი წელია ოპოზიციისგან გვესმის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იშლება, სინამდვილეში დაიშალა უმცირესობა პარლამენტში და სამწუხაროდ, ამაზე აქცენტს თვითონ არ აკეთებენ, რადგან ეს თემა არ მოსწონთ. გარწმუნებთ, 2020 წლის არჩევნებამდე „ქართულ ოცნებას" პარლამენტში მყარი უმრავლესობა ეყოლება", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно