როსნეფტის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე ჰიბრიდული ომის ნაწილია - პაატა დავითაია


     საქართველოს ბაზარზე რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შემოსვლა და მონოპოლიის მოპოვების მცდელობა - პოლიტიკოსები სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას ითხოვენ.

     „რუსთავი2"-ის ინფორმაციით, "ვისოლი" იყიდება და მის ყიდვას „როსნეფტი" გეგმავს, რომელიც უკვე ისედაც აკონტროლებს საქართველოში საწვავის ბაზრის დიდ ნაწილს.

     „როდესაც საუბარია ისეთ კომპანიაზე, როგორიც არის როსნეფტი, რომელსაც არაერთხელ აქვს დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა კერძოდ, ოკუპაციის შესახებ, სახელმწიფო ვალდებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეკონომიკური თუ სხვა ექსპანსიის დასაცავად შესაბამისი რეგულაციების და კონტროლის მექანიზმების განხორციელება მოახდინოს,"-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

     ტრანზაქციების დეტალური შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს" წევრები.

     „ეს ტრანზაქცია უნდა იყოს შესწავლილი და თუ ასეთი რამე დადგინდება, მაშინ ხელისუფლებამ ეს   არ უნდა დაუშვას, ან უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, უნდა დააჯარიმოს ეს კომპანია. მას უნდა დაუჯინოს ძვირი, ჩვენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

     თუ ამ ბიზნესის შემოსვლა ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა ბიზნესებზე არალეგალურ საქმიანობას, თუ ეს გამოიწვევს დომინოს ეფექტს და გამოიწვევს, თუ ამას არ ექნება მკაცრი რეაგირება,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

     ოპოზიცია "როსნეფტის" საქართველოში შემოსვლას, ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ამახვილებენ ფაქტზე, რომ კომპანია ხშირად არღვევს ოკუპაციის შესახებ კანონს.

     „ჰიბრიდული ომის ნაწილია როსნეფტის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს პირდაპირ არის რუსული ნარატივი, რუსული სისტემის მუშაობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ფრთხილად, იმიტომ, რომ ირღვევა კანონი ოკუპაციის შესახებ, ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება პრობლემა,"-აცხადებს პაატა დავითაია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/132568