ჩანაწერი თუ ავთენტურია ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას – ბოკერია


      ჩანაწერი თუ ავთენტურია ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

     მისი თქმით, ჩანაწერი და მოვლენების განვითარება არ სცემს პასუხს კითხვებს, რომელიც იმ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებობს, რომელსაც ფატალური შემთხვევა მოჰყვა.

     „მე არაფერს ვაყენებ ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ. ზოგადად, ფონი არის მძიმე ხელისუფლების მიმართ, ამიტომ ვაკეთებ ამ დათქმას. ჩანაწერი თუ ავთენტურია, ეს სერიოზულად მძიმე სურათია და ამას ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно