პრემიერმინისტრის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და უმძიმესი დანაშაულის პრევენცია მოახდინა. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ სუს-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას თქვა, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობას გეგმავდა.
„პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს, რომელსაც მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
