„ჩვენ არ გვსურს, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, ეს არც ისე დიდი სათხოვარია – ტრამპი ირანზე


     აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ლიდერს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპი ვითარების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში, სამხედრო კონფონტაციასაც არ გამორიცხავს.

     როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა სამხედრო ხომალდი „აბრაამ ლინკოლნი" რეგიონში გადაისროლა. დონალდ ტრამპის განმარტებით, ირანი აშშ-სა და სხვა ქვეყნებს ემუქრება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოფიციალური თეირანი მასთან სატელეფონო დიალოგს უნდა აწარმოებდეს და სამართლიანი შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ.

     „ჩვენ არ გვსურს, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, ეს არც ისე დიდი სათხოვარია. მათ უნდა დარეკონ. თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ მოლაპარაკებისთვის ღია ვართ", – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

     ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან ვითარების გამწვავებაში ყოფილ სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ადანაშაულებს. დონალდ ტრამპის თქმით, ჯონ კერი ირანთან ხშირად საუბრობს და მოუწოდებს მათ არ დარეკონ თეთრ სახლში, რაც ლოგანის აქტის დარღვევაა და ამისთვის, ყოფილი სახელმწიფო მდივანი პასუხისგებაშიც კი უნდა მიეცეს. თუმცა, როგორც დონალდ ტრამპი განმარტავს, „მისი ხალხი" ამ გზას არ იყენებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv