,,ზებრა გადასასვლელებზე" ღამის განათებები დამონტაჟდება – კახა კალაძე


      დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზე ისაუბრა. 

      კალაძის თქმით, უახლოეს პერიოდში მოხდება ყვითელი ავტობუსების ახალი ტრანსპორტით ჩანაცვლება, ხოლო ,,ზებრა გადასასვლელებზე" ღამის განათება დამონტაჟდება.
 
      ,,ქვეითების უფლებები უნდა იყოს დაცული. დღეის მდგომარეობით ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, დახაზვითი სამუშაოები, ასევე შუქნიშნების განთავსება. აქვე გამგებლებს უნდა დაგავალო, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები. ასევე სავალდებულოა, რომ „გადასასვლელ ზებრებზე" დავაყენოთ ღამის განათებები, ლედ განათებები, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებშია. მოგეხსენებათ დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზე.
 
     საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით თქვენ იცით, რომ წელს ახალი ევროპული ტიპის 100 ერთეულ ავტობუსს შემოვიყვანთ, ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, თუმცა მომავალ წელს სრულად მოხდება ჩანაცვლება ახალი ავტობუსებით. ყვითელმა ავტობუსებმა ყველა რესურსი ამოწურა"– განაცხადა კახა კალაძემ.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно