სწრაფად მოსიარულეებმა შესაძლოა 15 წლით მეტხანს იცოცხლონ– კვლევა


     DailyMail-ის ცნობით, ახლახანს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სწრაფად მოსიარულე ადამიანებმა შესაძლოა უფრო დიდხანს იცოცხლონ, ვიდრე მათ, ვინც ნელა დადის. 

     ლეისესტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 2006-2016 წლებში გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები 474,919 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. 

     კვლევით დადგინდა, რომ იმ ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომლებიც სწრაფად დადიოდნენ 86.7-დან 87.8 წლამდე იყო. ხოლო კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 85.2-დან 86.8- წლამდე იყო.

     ნელა მოსიარულე ადამიანებში კი ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 72.4 წელი, კაცების კი 64.8 წელს შეადგენდა. 

     კვლევის თანახმად, ამ მაჩვენებლებზე ადამიანის წონას გავლენა არ ჰქონია.


წყარო: https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/105939/kvleva-stsrapad-mosiaruleebma-shesadzloa-15-tslit-metkhans-itsotskhlon