,,ირაკლი კობახიძე უკვე გადამდგარია!"– ბონდო მძინარაშვილი


     ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 

     ,,საქართველოში, ტრადიციულად, თამადას თავისი ადგილი არ უნდა დაეტოვებინა მთელი ქეიფის განმავლობაში.

     თუ თამადა ადგილს დატოვებდა (და თუნდაც ტუალეტში გავიდოდა), ის კარგავდა თამადობას.

     ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თამადამ, არამხოლოდ დატოვა სათამადო ადგილი, არამედ ის ადგილი სხვა სუფრის წევრს დაუთმეს მისმა თანამესუფრეებმა.

    ასე რომ, ირაკლი კობახიძე უკვე გადამდგარია!"- წერს ბონდო მძინარაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно