ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ მინდა, მოგმართოთ თხოვნით, არ დაუშვათ რაიმე შეცდომა - პატრიარქი


    ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რაიმე შეცდომა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

    „ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია, ღმერთი მშვიდობას და ღვთის წყალობას მოგვცემს. თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისშობლის მფარველობის ქვეშ არის, განსაკუთრებით იფარავს საქართველოს",- აღნიშნა ილია მეორემ.





скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно