ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა


    ნიკა მელიას საქმეზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მელიამ გირაოს სახით 20 დღის ვადაში 30 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. 
 
     მოსამართლის გადაწყვეტილებით მელიას უნდა აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

    პროკურატურამ სასამართლომდე პარლამენტს მიმართა, რათა მელიასთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ. ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენა გუშინ თითქმის 6 საათს გაგრძელდა, რასაც პლენარული სხდომა მოჰყვა. 


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно