საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 15 სპეცმანქანა შეემატა


     საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს კიდევ 15 სპეცმანქანა შეემატა. ეკიპაჟების აღჭურვილობა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და მის პირველ მოადგილე ზაზა ბოხუას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ პირადად გააცნო.

     ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით რთულ რელიეფზე გადაადგილება და ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.
 
     საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სპეცმანქანების გადაცემა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განვითარებას ისახავს მიზნად.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно