ქრონიკული დაავადებებისთვის მედიკამენტების შეძენა პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს ერთ ლარად შეეძლებათ– პრემიერი


     პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა ერთ ლარად შეეძლებათ - პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა. მამუკა ბახტაძის თქმით, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილება შედის. 

     პრემიერის განცხადებით, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან ერთად პენსიონერები და შშმ პირები ჩაერთვებიან.

     „ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება და დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შშმპ და სხვა პირებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად. საუბარი არის 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც ძირითადად, მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას, ეს გახლავთ გულსისხლძარღვთა, ფარისებრივი ჯირკვლის, დიაბეტის, ფილტვის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები და მე საზოგადოებას ვპირდები, რომ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно