არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საუბრისას იან კელიმ აღნიშნა, რომ აშშ რუსეთს ამ საკითხზე უკვე ესაუბრა.
„ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება და 2 დაკავებული მოქალაქის გათავისუფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას და მის ყველა ძალისხმევას ამ მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ესაუბრა რუსეთის ფედერაციას ამ თემაზე და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მოხდეს ცხედრის გადმოცემა," - აცხადებს იან კელი.