ადამიანები, რომლებიც ტრამვის შედეგად გენიოსებად იქცნენ


     სპეციალისტების აზრით, თავის ტვინს გააჩნია ერთერთი ამოუცნობი თვისება,  მაგალითად როდესაც ადამიანი ტრამვას იღებს, მანამდე არარსებული ნიჭი აღმოაჩნდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ტრამვა გადატანილი ადამიანებიდან, ზოგი უცხო ენაზე საუბრობს, ზოგი მუსიკალურ ინსტრუმენტზე  ვირტუოზულად უკრავს, ზოგიც, კი რთულ მათემატიკურ ამოცანებს იოლად ხსნის. გაგაცნობთ  იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა მანამდე ელემენტალურ უნარებსაც არ ფლობდნენ, ტრავმის შემდეგ კი მსოფლიომ გენიოსებად აღიარა. 
 
     ჯეისონ პეჯეტი, მათემატიკა და ფიზიკა – ჯეისონს საშუალო სკოლაც  არ აქვს დამთავრებული. ადრეული ასაკიდან მამას  ავეჯის მაღაზიის მართვაში ეხმარებოდა, საღამოებს კი დისკოტეკებზე ატარებდა. მას შემდეგ, რაც მას ძლიერ ჩაარტყეს თავში, ფიზიკის და მათემატიკის გენიოსი გახდა. დღეს ჯეისონი ერთ–ერთი ადამიანია, ვისაც რთული გეომეტრიული ფიგურები ე.წ. ფრაკტალები შეუძლია ხელით დახატოს.
 
 
      
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ორლანდო სერელი, კალენდარული გამოთვლები – ბეისბოლის თამაშის დროს 10 წლის ორლანდოს თავში ბურთი მოხვდა. მან ეს ამბავი მშობლებს დაუმალა, შესაბამისად, ექიმებისთვის არ მიუმართავთ, ბიჭუნას კი ერთი წლის განმავლობაში ძლიერი თავის ტკივილი აწუხებდა.  სამაგიეროდ, როდესაც ტკივილმა გაუარ
ა, აღმოჩნდა,  რომ კალენდართან დაკავშირებულ ყველა რთულ გამოთვლას იოლად ასრულებდა.

    
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 
 ტომი მაკჰიუ, პოეზია და 
გამოსახვითი ხელოვნება – 
მას შემდეგ რაც ყოფილი პატიმარი 51 წლის ტომი მაკჰიუ ტვინში სისხლისგაჟონვას ორჯერ გადაურჩა, პოეზიას მიჰყო ხელი და მხატვრობითაც დაინტერესდა. „ჩემი თავი სავსეა ლექსებითა და ნახატებით” – ამბობს ტომი. 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

 
 

 
 

 

 

     ტონი ჩიკორია, მუსიკა – 1994 წელს პარკში სეირნობისას ქირურგ–ორთოპედს მეხი დაეცა. მომავალი ხელოვანი სტიქიას გადაურჩა და გამოჯანმრთელების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ძალიან მოსწონს კლასიკური მუსიკის მოსმენა და ფორტეპიანოზე დაკვრა.
 აღსანიშნავია, რომ მანამდე  მან ნოტებიც არ იცოდა, მაგრამ დღეს შესანიშნავად უკრავს და მუსიკალურ ნაწარმოებებსაც ქმნის.
 
 
 
 
 
 

 
 
 
 
 
 
 
 

     ალონზო კლემონსი,  ქანდაკება – მცირეწლოვანი ალონზო აბაზანაში დაეცა და თავი იატაკს დაარტყა.  ტრავმის გამო  მან წერა–კითხვის შესწავლაც ვერ შეძლო, სამაგიეროდ მას ქანდაკების შექმნაში ბადალი არ ჰყავდა. მას წამიერად დანახული ცხოველის გამოძერწვაც შეეძლო. დღეს იგი ცნობილი მოქანდაკეა და მისი  ნამუშევრები ათასობით დოლარი ღირს.
 

      ბენ მაკმაჰონი, ჩინური ენა – ავსტრალიელი სტუდენტი ბენ მაკმაჰონი ავტოავარიის შემდეგ კომაში იმყოფებოდა. მშობლები შიშობდნენ, რომ არასდროს გამოჯანმრთლელდებოდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ  გონს მოვიდა და ჩინურ ენაზე  ალაპარკდა. მართალია, სკოლაში ოდესღაც მას ჩინურს ასწავლიდნენ, მაგრამ კურსი ბოლომდე არ ჰქონდა დამთავრებული.  ახლა, კი თავისუუფლად მეტყველებს ჩინურად, თანდათან კი ინგლისურიც გაიხსენა  და დღეს ავსტრალიაში მყოფი ჩინელი ტურისტები ექსკურსიებზე დაჰყავს. 
 
 
 
      ლახლან კონორსი, მუსიკალური ვუნდერკინდი – ლახლან კონორსს მუსიკალური სმენა ბაშობიდან არ ჰქონდა. მოზარდობისას  სპორტით იყო დაკავებული და ერთ–ერთი თამაშის დროს  ტვინის ძლიერი შერყევა მიიღო. ამის შემდეგ ლახლანს ეპილეფსიური შეტევები და ჰალუცინაციები დაეწყო, რამაც მოულოდნელი გვერდითი ეფექტიც გამოავლინა: 17 წლის ლახლან კონორსმა აღმოაჩინა, რომ სხვადსხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე შეეძლო დაკვრა.  მეცნიერების თქმით, მოზარდს ზუსტად ისეთი ეპილეპტიკური შეტევები აღმოაჩნდა,  ცნობილ კომპოზიტორსა და ვირტუოზს ფრედერიკ შოპენს რომ ტანჯავდა მთელი ცხოვრება. ლახლან კონორსი 13 ინსტრუმენტზე უკრავს, მათ შორის ფორტეპიანოზე, გიტარაზე, გარმონზე და ა.შ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 


     
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
       დენიელ ტემეტი, მატემატიკა – დენიელ ტემეტს სამი წლის ასაკში ეპილეპსიური შეტევა დაემართა, რის შემდეგაც  მათემატიკის ნიჭი აღმოაჩნდა, თუმცა მოგვიანებით 25 წლისას ექიმებმა სავანტის სინდრომის აუტიზმი დაუდგინეს. ამის მიუხედავად, იოლად ხსნიდა ნებისმიერი სირთულის  მათემატიკურ ამოცანებს, 5 საათისა და 5 წუთის მანძილზე მან რიცხვ პი-ში (π) შემავალი ყველა  22 514 ციფრი სწორედ ჩამოთვალა. იგი ათ ენაზე საუბრობს, მათ შორის  ფლობს ისლანდურს, რომელიც 1 კვირაში შეისწავლა. საკუთარ  მატემატიკურ ნიჭს კი ასე ხსნის: ,, ორ რიცხვს, როდესაც ვამრავლებ გონებაში მესახება ორი სურათი, შემდეგ კი მესამე სურათი ჩნდება – ეს პასუხია. ამრიგად მე არც ვფიქრობ ამოხსნაზე, უბრალოდ სურათებს ვახმოვანებ.”


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://www.naked-science.ru/article/nakedscience/8-people-who-got-a-bump-on-the-head-and-became-geniuse