რუსეთი აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზაციას დააფინანსებს


     რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების" მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების ხელმოწერამდე მოსკოვი და სოხუმი ამ საკითხზე დეტალურ მოლაპარაკებებს გამართავენ.

     რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც 2008 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/117097/ruseti-apkhazetis-sheiaragebuli-dzalebis-modernizatsias-daapinansebs