"საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა"– ქუმსიშვილი


      ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. 
 
      ,,მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 2017 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. აქამდე ყველაზე მაღალი შემოდინება 2014 წელს ფიქსირდებოდა და 1 818 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რასაც 44 მლნ აშშ დოლარით (2.4 პროცენტით) აღემატება 2017 წლის უცხოური ინვესტიციების შემოდინებები. „საქსტატის" ახალი მონაცემები გვიჩვენებს, რომ იზრდება ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში" – აღნიშნა მინისტრმა.

     ქუმსიშვილის განმარტებით, ინვესტიციების ზრდა მომავალში მრავალ პოზიტიურ გავლენას განაპირობებს.

     ,,უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურად აისახება ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე. ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა მიანიშნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე, რაც სამომავლოდ ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კიდევ უფრო პოზიტიურ გავლენას განაპირობებს" – აცხადებს ქუმსიშვილმა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно