,,კვირიკაშვილის განცხადება რუსეთის მხრიდან გონივრულ ნაბიჯებს მოითხოვს"– იანოშ ჰერმანი


         საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი რუსეთის ხელისუფლებისადმი კვირიკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა.

 
     როგორც ჰერმანი ტვიტერის ქსელში აღნიშნავს, პრემიერის 9 მარტის განცხადება რუსეთის მხრიდან გონივრულ ნაბიჯებს მოითხოვს.
 
     „გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება, რომელიც გაკეთდა რთულ მომენტში, მოითხოვს რუსეთის მხრიდან და რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უფრო მეტ ჩართულობას. ვაკვირდებით შემდგომ კომპლექსურ დისკუსიას საქართველოში. ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა გრძელდება", – წერს ჰერმანი.