რუსეთის საგარე საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის პასუხს პრემიერის მიმართვაზე, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,დღეისათვის ასეთი მოცემულობა შეიქმნა: ფორმა (მადლობა გ. ბასილაძეს): პრემიერ-მინისტრს უპასუხა არა პრეზიდენტმა, არა მინისტრმა, არა თუნდაც სამინისტრომ, არამედ სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტმა.
შეიქმნა ორმხრივი განწყობა, რომ ჩვენ პირდაპირ ვესაუბროთ აფხაზებს და ოსებს და რუსეთმა აქ მედიატორის (არა მხარის) კეთილშობილური (არა კეთილ&&&&ლი, როგორც პრემიერი იტყოდა) როლი ითამაშოს. ბუნებრივია, ამის შემდეგ რუსეთი ყოველთვის, როცა პრეტენზია გაგვიჩნდება, მიგვითითებს პრემიერის პათოსზე.
ჟენევის ფორმატი. აქ თეორიულად შეიძლება რაღაც პოზიტიური გაჩნდეს. მაგრამ პრაქტიკულად, შეიძლება ჩვენ "ავწიოთ” პრემიერამდე, იმათმა კი "დაწიონ” ზახაროვამდე”, თუ მიწერ-მოწერით ვიმსჯელებთ.
დრო: ახლა ასეთი თამაშების დასაწყებად უკიდურესად არასახარბიელო დროა, რადგან ვიმყოფებით რუსეთ-დასავლეთის გლობალური დაპირისპირების მწვავე ფაზაში" – წერს ხუხაშვილი.