ფლავი ხის სოკოთი


საჭირო ინგედიენტები:
ხის ან კალმახა სოკო – 0,5 კგ;
ბრინჯი – 2 ჭიქა;
ხახვი–2–3 თავი;
ზეთი ან ერბო;
დაფნა 1–2 ფოთოლი,
ძირა,მარილი და პილპილი გემოვნებით. 

     ხახვი მოვშუშოთ, დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, ძირა და პილპილი. ამის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი სოკო. ყველაფერი ერთად ვშუშოთ 10–15 წუთის განმავლობაში, სანამ სოკო კარგად არ დაიბრაწება. დავამატოთ გარეცხილი ბრინჯი, ამოვურიოთ 1–2 ჯერ და როდესაც ბრინჯი ცხიმს შეიწოვს და გამჭირვალე გახდება, დავასხათ ცხელი წყალი ისე, რომ 2 თითის  სიმაღლეზე ფარავდეს. დავამატოთ მარილი და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება. 
გემრიელად მიირთვით!

ანა ბახტაძე
ultrapress.ge

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно