პარლამენტში ,,ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის" შესახებ რეზოლუცია განიხილეს


     რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძემ წარუდგინა.

     არჩილ თალაკვაძე: „საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი რაც მის შესაძლებლობებში იყო ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა გააკეთეს ძალიან ობიექტური და მკვეთრი განცხადებები, მიუხედავად ამისა, ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ არის გადმოსვენებული საკუთარ ოჯახში და ჯერ კიდევ არ ეძლევა ოჯახს საშუალება რომ მიწას მიაბაროს გარდაცვლილი წევრი. შეუძლებელია, ამ ფაქტს იმაზე მკაცრი შეფასებები მიეცეს ვიდრე უკვე გაკეთდა. ამ რეზოლუციაში ასახულია მკაცრი შეფასებები ამ ფაქტთან და ადამიანის უფლებების ყველა იმ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მოხდა."
 
     როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე აღნიშნა, სპეციალური რეზოლუცია ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ასევე, ყველაზე მძიმე დანაშაულს - ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლე შეეწირა.

     „მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს რეზოლუციის ინიცირებისა და მისი განხილვის პროცესის ჯანსაღად წარმართვისთვის. ასევე, ყველა კოლეგას განხილვებში აქტიური ჩართულობისთვის. დაუშვებელია ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი არ არის გადმოსვენებული მის ოჯახში, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა და ძალისხმევისა, რასაც ეხმიანება წარმოდგენილი რეზოლუცია. დოკუმენტი ასახავს ფაქტების ქრონიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის უხეში დარღვევასთან დაკავშირებით, რაც წლების განმავლობაში გრძელდება. მისასალმებელია, რომ კონსულტაციების შედეგად, რეზოლუციის ტექსტში ასახულ პრინციპული საკითხებზე შეჯერება მოხდა", - აღნიშნა სხდომის დაწყებისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно