ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი "სარფი"-ის გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.
ამოღებულია ჯამში 517 გრამი ოქროს ნაკეთობა, რომლის საბაჟო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.