ნავთობის ფასმა 70-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა


     მსოფლიო ბირჟებზე ვაჭრობისას Brent-ის მარკის ნავთობი გაძვირდა. ტელეკომპანია CNBC-ის ცნობით, ფასზე გავლენა ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარების მკვეთრმა გაუარესებამ მოახდინა.

     ლონდონში ვაჭრობისას Brent-ის მარკის ნავთობის ფასი წინა დღესთან შედარებით 2,08%-ით გაიზრდა და 70,16 დოლარის ნიშნულს მიაღწია.

     ანალიტიკოსების თქმით, ნავთობის ბაზარზე არასტაბილურობა შეიქმნა, ვინაიდან უცნობია, როგორ უპასუხებს ირანი ყასემ სულეიმანის მკვლელობას. მისივე თქმით, თუ თეირანის პასუხმა დააყოვნა, ნავთობის ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

     ბოლოს Brent-ის მარკის ნავთობის 1 ბარელის ფასმა 70 დოლარს 2019 წლის მაისში გადააჭარბა, როდესაც სპარსეთის ყურეში საუდის არაბეთის 2 ნავთობმზიდზე თავდასხმა განხორციელდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/125019/navtobis-pasma-70dolarian-nishnuls-gadaacharba