უკანონო სათვალთვალო მოწყობილობა ,,დინამო არენასთან" - შსს განცხადება


     შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში გუშინ, 21:06 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ „დინამო არენას" ავტოსადგომზე მდგომ ერთ-ერთ ავტომობილში მისმა მფლობელმა, გ.ჭ.-მ უცხო ნივთი შენიშნა.

     შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიულად, 21:08 საათზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ექსპერტები და გამნაღმველები.

     ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა ამოიღეს ხსენებული ნივთი, რომლის დეტალური შესწავლის მიზნით, ექსპერტიზა ჩატარდება. პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე გვიან ღამემდე აწარმოებდნენ. ამ დროისთვის, ავტომობილი დიდუბე-ჩუღურეთის IV განყოფილების ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

     გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.a
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно