,,მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების "საფირმო" ხელწერაა"– ბერულავა


     ,,მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების "საფირმო" ხელწერაა" – ამის შესახებ ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ფეისბუქის გვერძე წერს:
 
      ,,ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!.."- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა...

     არჩილს მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს...
 
     მაპატიეთ ასეთი ნატურალიზმი, მაგრამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების "საფირმო" ხელწერაა: ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს, იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს...

     ახლა დაახლოებით ვიცით, როგორ აწამებდნენ ცოცხალ არჩილს– წერს ბერულავა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно